მთავარი   >  ჩვენ შესახებ  >  დასრულებული პროექტები

დასრულებული პროექტები

Bifrox-ის მაინინგ ცენტრი

Bitforx მაინინგ ცენტრის პროექტის ხანგრძლივობა მოიცავდა 20 დღეს. ამ 20 დღის განმავლობაში Helpdesk-ის გუნდში 20 მეგავატიანი სიმძლავრის კრიპტოვალუტის მომპოვებელი მაინინგ ცენტრი ავაშენეთ და გავმართეთ.

 

პროექტის სამუშაოები მოიცავდა ქსელური გაყვანილობის შესრულებას, ქსელის უსაფრთხოების დანერგვას, ადმინისტრირებასა და კონფიგურაციას. ასევე, დატაცენტრის მართვის მონიტორინგის პროგრამის დანერგვას, ტემპერატურის კონტროლის ინტერფეისის შექმნას, სამაინინგო მოწყობილობების ინსტალაციასა და კონფიგურაციას.

Bitfury-ის მაინინგ ცენტრი

Bitfury- ის მაინინგ ცენტრი არის კრიპტოვალურის მომპოვებელი პირველი  ცენტრი საქართველოში. 2014 წელს  Helpdesk-ის გუნდი ჩაერთო დატაცენტრის მოწყობაში. . 

 

პროექტი მოიცავდა საკაბელო ქსელის, სერვერების, სვიჩების, უკაბელო და ოპტიკური ქსელების დაგეგმვასა და მოწყობას. აღნიშნული ქსელი მოეწყო 3600 ერთეულ მოწყობილობაზე.

დატაცენტრი ქუთაისში

2016 წელს, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აშენდა მაინინგ ცენტრი რომლის სიმძლავრე შეადგენდა 25 მეგავატს.

პროექტი მოიცავდა საკაბელო ქსელის,ოპტიკური ინტერნეტის 2 ხაზის მოწყობა, საჰაერო ალტერნატიული ინტერნეტის ხაზის მოწყობა,  სვიჩების, როუტერებისა და სერვერების მოწყობას. შენობაში მოეწყო და დაინერგა საოპერატორო ცენტრის მუშაობის ეფექტური მექანიზმები.  გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა იმუშავა მონიტორინგის სისტემის შექმნაზე  (პროცესების მართვა, ტემპერატურული რუქები, უსაფრთხოების სისტემები). 

 

დღესაც, Helpdesk-ის გუნდი მუშაობს I-Lab მაინინგ ცენტრის IT მხარდაჭერაზე, მონიტორინგსა და მენეჯმენტზე.