მაინინგი

მაინინგი არის კრიპტოვალუტის მოპოვების ერთ ერთი გზა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა, როგორც ინდივიდუალურ პირებთან, ასევე დიდ ორგანიზაციებში. კრიპტოვალუტებით განხორციელებულ ტრანზაქციებს ესაჭიროება დადასტურება და ბლოკჩეინში აღრიცხვა, რასაც სწორედ მაინერები ახორციელებენ. ჯილდოს სახით კი, ისინი იღებენ გამომუშავებულ კრიპტოვალუტას.

მიუხედავად იმისა, რომ მაინინგი საკმაოდ პოპულარულია და ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, გამართული მაინინგ სისტემის მოწყობა პრობლემებთან არის დაკავშირებული.

მაინერებს მუშაობისთვის დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგია ესაჭიროებათ. ამასთან, გამოსცემენ დიდ ხმაურს და გრილი გარემო სჭირდებათ, რათა არ გადახურდნენ.

0
წარმატებული პროექტი
0
კმაყოფილი მომხმარებელი

იმისათვის, რომ დატაცენტრი გამართულად მუშაობდეს, აუცილებელია პროფესიონალთა გუნდმა იმუშაოს დატაცენტრის დაგეგმვაზე, ქსელის, სვიჩებისა და სერვერების მოწყობაზე.

Helpdesk-ის გუნდი 2014 წლიდან მუშაობს ამ სფეროში და დღეისათვის, გამართული გვაქვს 0.5 იდან 40 მეგავატამდე სიმძლავრის დატაცენტრები. ვახორციელებთ დატაცენტრის მართვას (maintenance) აზერბაიჯანში.

ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ თქვენთან ერთად დატაცენტრის შენობის საპროექტო სამუშაოებიდან დაწყებული, მაინერების კონფიგურაციითა და მეინთენენსით დასრულებული.

სერვისები

ელექტრო გამანაწილებლების მოწყობა

როუტერების, სვიჩების კონფიგურაცია

გაგრილების სისტემების დანერგვა

ინტერნეტ ქსელის მოწყობა

ყოველდღიური მხარდაჭერა

მაინერების კონფიგურაცია

სამაინერო კონტეინერის პროექტირება,აშენება

მონიტორინგის სისტემის დანერგვა