ტოპ 10 ქოინი

BTC

,,Bitcoin” არის პირველი და ყველაზე ცნობილი ციფრული ვალუტა, რომელიც შეიქმნა სატოში ნაკამოტოს (ფსევდონიმი) მიერ 2008 წელს. მისი მთავარი პრინციპი მდგომარეობს მფლობელების მიერ მესამე პირის გარეშე შესრულებულ ფინანსურ ტრანზაქციებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება ბანკის კონტროლს, ხოლო დაცულობას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზა ,,Blockchain“.
შესაბამისად, ,,Bitcoin”-ის მთავარი უპირატესობა არის მისი მომხმარებლის ავტონომიურობა, ის არ არის დამოკიდებული რაიმე სახის ავტორიტეტზე, რაც თავისთავად ხსნის მესამე პირის (მაგალითად, ბანკის) გადასახადის საჭიროებას ნებისმიერი ოპერაციისას, რჩება მხოლოდ დაბალი გადასახადი, რომელიც ახასიათებს უცხოურ შენაძენებს.
ამასთან, ,,Bitcoin”-ის გამოყენებისთვის არ არის საჭირო პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, საკმარისია მხოლოდ წვდომა ინტერნეტზე.

ETH

,,Ethereum“ შეიქმნა ვიტალიკ ბუტერინის მიერ და ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი 2015 წლიდან. ,,Ethereum” ისევე, როგორც ,,Bitcoin” ეყრდნობა ,,Blockchain”-ს და მისი ვალუტის ერთეულის ,,ether”-ის მოპოვება შესაძლებელია ვიდეო ბარათების გამოყენებით, ამასთან ხსენებული ერთეული გამოიყენება იმ დეცენტრალიზებული აპლიკაციების ფუნქციონირებისთვის, რომლებიც საჭიროა სხავდასხვა ტრანზაქციების შესრულებისთვის.
,,Ethereum”-ის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ ,,ჭკვიანი კონტრაქტი“ (smart contract), პროგრამა, რომელიც მუშაობს ,,Ethereum”-ის ,,ბლოკჩეინზე“, ის დაპროგრამირებულია და მოიცავს კოდებსა და შესაბამისად წესებს იმისთვის, რომ მედიატორული საშუალებების გარეშე განახორციელოს ხელშეკრულებები, რითაც აზღვევს ხელშეკრულების მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის ზარალისგან.

BNB

,,Binance Coin” იგივე ,,BNB” არის კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა 2017 წელს ჩანპენ ჟაოს მიერ  და გამოიყენებენ ვაჭრობისა თუ გადახდებისთვის ,,Binance”-ის ბირჟაზე,რა შემთხვევაშიც ენიჭებათ სპეციალური ფასდაკლებები.

,,BNB”-ის მთავარი უპირატესობა არის მისი მრავალფუნქციურობა, მაგალითად, Შესაძლებელია სესხის აღება თვითონ ,,Binance”-ის ოფიციალურ საიტზე, ასევე ისეთი ნივთების შეძენა,  როგორიცაა ვირტუალური საჩუქრები თუ ლატარეის ბილეთები, ხოლო ,Alternative Airlines”-ის ვებ-გვერდზე ,,Binance Coin”-ით შეგიძლიათ უზრუნველყოთ საჰაერო მიმოსვლა.

Tether

THR

,Tether” შექმნილია ბროკ პირსის, რივ ქოლინსისა და ქრეიგ სელარის მიერ. მისი მთავარი მიზანია აირიდოს თავიდან ის მერყეობა, რომელიც ახასიათებს კრიპტოვალუტას და გახდეს საყრდენი იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ჭირდებათ სტაბილური ვალუტა გადაცვლებისთვის.

,,Tether”-ის ვალუტას, მისი იდეიდან გამომდინარე, ჰქვია ,,Stablecoin” და ცდილობს ღირებულებით  მუდამ იყოს ქაღალდის ფულის (დოლარის) ტოლი, რითაც ცდილობს გაამყაროს საკუთარი მდგრადობა, შესაბამისად, მათ ვისაც სურთ, რომ არ მოექცნენ რაიმე ცვლილებით გამოწვეული საფრთხის ქვეშ და ამავე დროს შეინარჩუნონ კრიპტოვალუტის ღირებულება, შეუძლიათ გადაცვალონ ის ,,Stablecoin”-ზე.

Polkadot

DOT

,,Polkadot” შექმნილია 2016 წელს გევინ ვუდის მიერ. ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც ემსახურება თავსებადობას სხვა კრიპტოვალუტებს შორის და მისი მთავარი დანიშნულებაა დააკავშიროს ერთმანეთთან სხავდასხვა სისტემები და მონაცემთა ბაზები და უზრუნველყოს მათი ერთობლივი ფუნქციონირება.
,,Polkadot”-ის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი მთავარი ,,Blockchain”, რომელიც გამოყოფს ერთმანეთისგან ახალ და დასადასტურებელ ტრანზაქციებს, რაც ზრდის ოპერაციის განხორციელების სისწრაფეს.
ასევე, ,,Polkadot” საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან საკუთარი სისტემა ,,Parachain”, რომელიც მოდიფიცირებულია მომხმარებლის სურვილისამებრ და იყენებს მთავარი სისტემის (Relay chain) რესურსებს, რათა დარწმუნდეს ტრანზაქციის სიზუსტეში.
სამომავლოდ ,,Polkadot” გეგმავს სპეციალური ხიდების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გაცვლას ცენტრალური ბირჟის გარეშე.

CARDANO

CRD

,,Cardano” არის ჩარლზ ჰოსკინსონის პროექტი, რომელიც წარმოადგენს მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობილ პირველ ,,Blockchain”-ს და მისი მთავარი მიზანია შექმნას უფრო დაბალანსებული და მყარი ეკოსისტემა კრიპტოვალუტებისთვის.

მის კრიპტოვალუტას ჰქვია ,,ADA”, რომელიც საკუთარ თავს მესამე თაობის კრიპტოვალუტას უწოდებს და ცდილობს,  გამოასწოროს წინა თაობის კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მასშტაბთან, თავსებადობასა და მდგრადობასთან.

,,Cardano” პირველი პლატფორმაა, რომელიც იყენებს სხვა პლატფორმებისგან განსხვავებულ ალგორითმს ,,Ouroboros”, რომლის დამკვიდრებაშიც ის პირველია და ანიჭებს მას სანდოობას, რამდენადაც მოცემული ალგორითმი არ საჭიროებს დამატებით მექანიზმებს შიდა სისტემის ფუნქციონირებისთვის.

ამასთან, სხვა ალგორითმებისგან განსხვავებით, ,,Ouroboros”-ის წახალისება წარმატებით შესრულებული ტრანზაქციებისას არის ინვესტიციები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განკუთვნილ მასობრივ კომპიუტერულ ძალებში.

XRP

,,Ripple” არის ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს როგორც კრიპტოვალუტა და ციფრული გადახდების ქსელი. ის  შეიქმნა 2012 წელს კრის ლარსენისა და ჯედ მაკკალების მიერ.

,,Ripple”-ის კრიპტოვალუტას ჰქვია ,,XRP”, რომელიც ასრულებს ე.წ ხიდის ფუნქციას სხვა კრიპტოვალუტებს შორის, რამდენადაც არ განარჩევს მათ და შესაბამისად, შესაძლებელს ხდის გაცვლას ნებისმიერ ქაღალდისა თუ ციფრულ ვალუტას შორის.

,,Ripple”-ის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვებისგან განსხვავებით მოიხმარს ნაკლებ ენერგიას და ამავე დროს, მისიერად ამტკიცებს ფინანსურ ტრანზაქციებს.

UNI

,,Uniswap” შეიქმნა 2018 წელს ჰაიდენ ადამსის მიერ, არის დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტების გაცვლისთვის. ,,Smart contract”-ების საშუალებით ის ახორციელებს ავტომატურ ტრანზაქციებს კრიპტოვალუტების ტოკენებს შორის.

,,Uniswap”-ს გააჩნია საკუთარი ტოკენი – ,,UNI”, რომელიც ემსახურება თავად ,,Uniswap”-ის მართვას. მის მფლობელებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ და ხმა მისცენ ,,Uniswap”-ის განსავითარებელ გადაწყვეტილებებს, ასევე შეუძლიათ დააფინანსონ გრანტები, თანამშრომლობები და სხვა შეთავაზებები.

LTC

,,Litecoin” იგივე ,,LTC” არის ალტერნატიული კრიპტოვალუტა შექმნილი ჩარლზ ლის მიერ. ტექნიკური დეტალებით ის ჰგავს ,,Bitcoin”-ს და განიხილებოდა კიდეც, როგორც მისი ალტერნატიული ვერსია, რომელიც იმუშავებდა მის ხარვზებსა თუ გასაუმჯობესებელ ნაწილებზე.
ერთ-ერთი გაუმჯობესებულ დეტალთაგანი არის ბლოკის გენერირების დრო, რომელიც 4-ჯერ შეამცირა ,,Litecoin”-მა, ასევე გაზარდა კრიპტოვალუტის მაქსიმალური რაოდენობა და შემოიტანა სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებული ალგორითმი ,,Scrypt”, რომელმაც უფრო გაართულა კიბერთავდასხმები.

?

,,Chainlink” შეიქმნა სერგეი ნაზარივის მიერ 2017 წელს და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ,,oracle”-s, რომელიც ამარაგებს მონაცემებით ,,blockchains”-ს.  მისი დანიშნულებაა ,,smart contract”-ების დეცენტრალიზაცია, რითაც უზრუნველყოფს  ინფორმაციის დაცულობასა და სიზუსტეს.

,,Chainlink” აკავშირებს ერთმანეთთან ,,ჭკვიან კონტრაქტებსა“ და მის გარეთ არსებულ მონაცემებს, მსოფლიო მოვლენებს, რომელთაც აქვთ გავლენა ტრანზაქიებზე, თუმცა ვერ ხდება მათი გათვალისწინება ,,blockchain”-ის მიერ, ,,Chainlink” კი ითვალისწინებს ამ მოვლენებს და ,,კვებავს“ ,,smart contract”-ებს, რითაც იცავს მომხმარებლებს არამომგებიანი ტრანზაქციებისგან.